სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია.
ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე
ვიყოთ ისეთი სრულყოფილნი, როგორი სრულყოფილიც არის ჩვენი ზეციერი მამაო - ეს ქრისტემ რომ დაგვარიგა. ამით რა გვითხრა ქრისტემ? - ის, რომ მე თურმე შემძლებია ღმერთკაცი გავხდე. თუკი ვიზრუნებ, მე შემიძლია ამ დონეს მივაღწიო
მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე სრულყოფილი ვერ გავხდები, მაგრამ გავუსწრებ ჩემ თავს, შვილმა რომ ჩემგან უკეთესი რამ დაინახოს
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ ღმერთის საჩუქარი გავხდეთ.
გაიხადეთ სული ღმერთის საჩუქრად!
ძალიან ძნელი ყოფილა, სრულყოფილი ადამიანი გახდე. მაგრამ რომ არ გახდე - ცოდვაა
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა... იხილეთ სრულად
ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის... იხილეთ სრულად
სრულყოფილებისაკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორ... იხილეთ სრულად
სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.