წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა, ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისა...
იხილეთ სრულად
წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა, ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება.
link
ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილსუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვ...
იხილეთ სრულად
ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილსუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან. მაშასადამე, იგი არს ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა, მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა. იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ე...
link
სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წ...
იხილეთ სრულად
სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წინაშე ხატისა ანთებული სანთელი? როგორადაც ახსნიან წმინდანი მამანი, როდესაც კაცი სანთელს აღანთებს წინაშე ხატისა, ამით იგი ხილულითა ნივთითა გამოუცხადებს ღმერთსა, რომელ მისი გულიც და სულიც არის ანთებული ერთგულებითა, სიყვარულ...
link
ანთებული წმინდა სანთელი შენ გასწავლის იმას, რომ თვით შენი გულიც და სულიც უნდა იყოს აღნთებული ღვთის წინაშე ლოცვითა, ერთგულებითა და სიყვარულითა.