წუთისოფლის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის უარყოფა, გამონათქვამები, ციტატები
ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შე... იხილეთ სრულად
ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ - საქციელი. ჩვენი წინაპარი ადამი სამოთხეში დაეცა, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც დაიცვა თავი.
როგორც უდაბნოში მხოლოდ გარეგნული მყოფობა ვერავის გადაარჩენს, ასევე ვერავის დაღუპავს ამ სოფელში მხოლოდ გარეგნული ცხოვრება.
ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახიდან ან საზოგადოებიდან გაიქცე, არამედ - დატოვო ის ჩვეულებები, თვისებები, წესები, ჩვევები, მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულსა და მოწონებულ ქრისტეს სულ... იხილეთ სრულად
უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ ... იხილეთ სრულად
თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს; განვლე წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენებანი; ასცდი ეთერს, მოიხ... იხილეთ სრულად
ახალგაზრდა ყმაწვილი ეძებს თავისთვის პატარძალს, გოგონა ეძებს საქმროს. ესაა მიწიერი ცხოვრება, ღვთით კურთხეული. მაგრამ ის სული, რომელსაც გამოირჩევს უფალი და აგრძნობინებს ღმერთის სიყვარულის სიტკბოებას, ამქვეყნიურ ამაოებას არაფრად მიიჩ... იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს საქმე, რადგან თავის ... იხილეთ სრულად
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩ... იხილეთ სრულად