დიდი მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
დიდი მარხვა - ციტატები, გამონათქვამები დიდი მარხვა, გამონათქვამები, ციტატები
დიდმარხვაში საეკლესიო ღვთისმსახურების ბიბლიურ განზომილებაზე განსაკუთრებული მახვილი დაისმის. შეიძლება ითქვას, რომ მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში ადამიანი და ეკლესია სულიერად თითქმის ძველი აღთქმის მდგომარეობაში ბრუნდებიან. ქრისტემ... იხილეთ სრულად
დიდი მარხვა არის სინანულის დრო, ხოლო სინანული არის გამარჯვება ცოდვილ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში, რაც ადამიანისათვის იმდენად მძიმეა, რომ თვით უფალმა-ზედამდგომელმა ის ჯვრის ტვირთვას გაუთანაბრა. ამის შესახებ ცოცხლად გვახსენებ... იხილეთ სრულად
ჯვრის გარეშე, ძლევის გარეშე – ცხონება არ არის! ასე გვასწავლის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მოძღვრება ძლევაზე, ჯვრის ტარებაზე მთელ წმინდა წერილს წითელ ზოლად მიჰყვება, მასზე ნათლად მოწმობს ეკლესიის მთელი ისტორია, ღვთის სათნომყოფელთა – ღვთ... იხილეთ სრულად
სამყარო ყველა თავისი ქვეყნიური შესაძლებლობებით გვეუბნება: იყავით ბედნიერი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ხოლო ქრისტე სახარების საშუალებით გვამცნობს: იარეთ ვიწრო გზით, გზით ბრძოლისა და ტანჯვისა, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერები... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანი მოგზაურობისათვის ემზადება, მან უნდა იცოდეს იმ მოგზაურობის მიზანი; მარხვა თავისი უმთავრესი მნიშვნელობით სწორედ სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა – „დღესასწაული დღესასწაულთა“, მარხვა არის მომზადება „სრულყ... იხილეთ სრულად
მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა გვევლინება იმის განსაცხადებლად და მოსახვეჭად, რაც პირადი ნათლისღებისას სიკვდილითა და აღდგომით მივიღეთ.
წმიდამან ეკლესიამან განგებ ისე დააწყო ყოველი დიდ მარხვის წესები, რომ უნებლიედ გააღვიძებენ იგინი თვით უდებთაცა და მცონარეთა.
დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენდა ძილისაგან. მართლა, რაც გინდა დაუდევნელი და უსასო იყოს ქრისტიანე კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზედ დღეთა შინა დიდისა მარხვისასა.
დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა, არის ჟამი მომატებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა;
აჰა, ვითარსა საღმრთოსა ტაბლასა დაგიგებს შენ წმიდა ეკლესია დღეთა ამათ შინა (იგულისხმება დიდი მარხვა). აჰა, რაოდენნი და ვითარნი მქადაგებელნი წარმოგიდგებიან შენ. განიღვიძე უკვე! ვიდრემდის უნდა გეძინოს შენ, ვიდრემდის უნდა გამოსცადო სუ... იხილეთ სრულად