ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები
"რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეი... იხილეთ სრულად
რწმენით განათებულ ქრისტიანის გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატიობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთო... იხილეთ სრულად
მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: "ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14). როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
არაეკლესიური ცნობიერების მქონე სხვებზე მბრძანებლობს, მორწმუნე კი - თავის ვნებებზე.
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
მატერიალური აზროვნების მქონე პიროვნება ბედნიერებას მხოლოდ მომხვეჭელობაში ჰპოვებს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი, - მოწყალების გაცემაში.