მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვად... იხილეთ სრულად
იმიტომ უნდა ვაიძულოთ თავი ლოცვისთვის, რომ სულიერი სარგებელი ვნახოთ და ამით აღვივსოთ. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს მონაზვნებად.
როგორც მღვიძარე მამები ამბობენ, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს მას, ვინც დაფარულად, შინაგანად არ შრომობს.