ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები
ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პ... იხილეთ სრულად
მატერიალურ სამყაროში შემთხვევითობას ადგილი არა აქვს. მას ასევე არა აქვს ადგილი ადამიანთა მორალურ ცხოვრებაშიც. მთელი ბიბლია წესრიგზე, თანაზომიერებაზე, ჰარმონიაზე, რეალობასა და შექმნილი სამყაროს სიდიადეზე ღაღადებს.
წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და... იხილეთ სრულად
დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხ... იხილეთ სრულად
ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას
მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილი) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება
საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულე... იხილეთ სრულად
რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა იმიტომ, რომ ჩვენ (მხოლოდ) ვიცოდეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ აღვასრულოთ
ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს, და არ ვაიძულოთ იგი, ილაპარაკოს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი ... იხილეთ სრულად