ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!
თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედე...
იხილეთ სრულად
თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.
link
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულ...
იხილეთ სრულად
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
link
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს...
იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს.
link
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა" (წმ. გრიგოლ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).
link
846. დიდი ბერის ბარსანუფის პასუხი საცხოვრებლის მამებისადმი. ემმანუელი ნიშნავს: „ჩუენ თანა ღმერთი“. ამრიგად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ჩვენთანაა ღმერთი თუ არა. თუ ჩვენ ბოროტებას გავეშორეთ და მისი გამომგონებლ...
იხილეთ სრულად
846. დიდი ბერის ბარსანუფის პასუხი საცხოვრებლის მამებისადმი.ემმანუელი ნიშნავს: „ჩუენ თანა ღმერთი“. ამრიგად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ჩვენთანაა ღმერთი თუ არა. თუ ჩვენ ბოროტებას გავეშორეთ და მისი გამომგონებლის ეშმაკისაგან უცხონი გავხდით, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ბოროტი საქმეების სიტკბო გამწარდა ჩვენთვის და ჩვენ კეთილი საქმეების და სამუდამოდ ზეცაში ცხოვრების სურვილი გვატკბობს, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ყველა ადა...
link
ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს გზის გამკვალავი, მისი შეცვლა შეუძლლიათ, რასაც წარმატებით ახერხებენ კიდეც მორწმუნე და მდაბალი ადამიანები, რამეთუ ამ შემთხვევაში ღმერთია ხელმძღვანელი და ის უდავოდ ადამიანზე უბრძენესია. წმ. ისააკ ასურს ზედმიწევნით აქვს აღწ...
link
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთს შეუერთა.
link
შენ ვიღაცას ჰკითხე: "სად არის ღმერთი?" გიპასუხეს: "ღმერთი შენშია". გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს რანაირადაა შესაძლებელი? დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე ოთახში ანდა ცეცხლი ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შ...
იხილეთ სრულად
შენ ვიღაცას ჰკითხე: "სად არის ღმერთი?" გიპასუხეს: "ღმერთი შენშია". გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს რანაირადაა შესაძლებელი? დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე ოთახში ანდა ცეცხლი ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შეიცნობ, რომ იგი შენშია, მაგრამ ეს სხვისთვის ძნელი ასახსნელი იქნება. ბუნებაში ხატებასა და შედარებებს დაუწყებ ძებნას და ისევე იტყვი, როგორც მე გეუბნები: უფალი ჩემშია, მსგავსად სინათლისა სახლში, ან ცეცხლისა ღუმელში, ჰაერისა...
link
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდებ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს.
link