სამშობლო - ციტატები, გამონათქვამები
სამშობლო - ციტატები, გამონათქვამები სამშობლო, გამონათქვამები, ციტატები
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი.
მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი?
დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ... იხილეთ სრულად