შურისძიება - ციტატები, გამონათქვამები
შურისძიება - ციტატები, გამონათქვამები შურისძიება, გამონათქვამები, ციტატები
674. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა ბერს ჰკითხა: ჩემი ცოდვების გამო ჩემს სახლში ქურდები შემოვიდნენ, მაგრამ არაფერი წაუღიათ. ვიჩივლო თუ ყურადღების გარეშე დავტოვო ეს ამბავი?
მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან.
წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას.
გიყვარდეს, კეთილის ქმნით იძიო შური, ანუ ბოროტებისათვის სიკეთით გადაუხადო, წყევის, ავი სიტყვისა და ცილისწამებისათვის - კეთილი სიტყვით, კეთილი სურვილებითა და მტერზე კეთილი სიტყვის თქმით.
წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი... იხილეთ სრულად
ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამენ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო... იხილეთ სრულად
მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალება იმაში მდგომარეობს, რომ მას იგივე არ მივაგოთ და ხელისკვრის ნაცვლად მოკრძალებით დავამარცხოთ.
არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე.
ამაოა ლოცვა და ღვაწლი ადამიანისა, რომელსაც გულში მოყვასის მიმართ ბოროტება და შურისძიების სურვილი აქვს.
შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითონ გჭირდება მიტევება ღვთისაგან