ყოვლადწმინდა სამება - ციტატები, გამონათქვამები
ყოვლადწმინდა სამება - ციტატები, გამონათქვამები ყოვლადწმინდა სამება, გამონათქვამები
ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N. ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არ... იხილეთ სრულად
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვ... იხილეთ სრულად
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებულ... იხილეთ სრულად
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება - მამა, სიტყვა - ძე და სული - სულიწმიდა. აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, საღმრთო ... იხილეთ სრულად
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე,... იხილეთ სრულად
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევე... იხილეთ სრულად
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო... იხილეთ სრულად