მაგალითი ადამიანებისა - ციტატები, გამონათქვამები
მაგალითი ადამიანებისა - ციტატები, გამონათქვამები მაგალითი ადამიანებისა, გამონათქვამები
ტკივილი წმინდანებზეც არის დაშვებული, რომ ამ სოფელში მოთმინებით ზეცაში უმეტესი დიდება მიიღონ. მაგრამ ხშირად წმინდანები ევნებიან, სხვისთვის მაგალითი რომ გახდნენ, როგორც მრავალვნებული იობი, წმინდა სვინკლიტიკია და სხვები.
ჯვარისმტვირთველი ქრისტე მაგალითად იქცა. გვიჩვენა, რომ ვისაც ცხონება სურს, მას უნდა გაჰყვეს, დაითმინოს ჯვარი, რომელსაც უფალი მისი ძალისამებრ უბოძებს, გოლგოთაზე ავიდეს, იესოსთან ერთად ჯვარს ეცვას და შემდეგ ღვთის სასუფეველში მასთან ე... იხილეთ სრულად
მისი მრავალტანჯული ცხოვრება ერთმანეთზე მიყოლებულ მწუხარებათა ჯაჭვია
ქრისტეც, მამის საყვარელი ძე, თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უფლის წვრთნას ემორჩილებოდა არა იმიტომ, რომ უცოდველ ღმერთს ეს სჭირდებოდა, არამედ ადამიანის საცხონებლად, ჩვენს დასამოძღვრად და სამაგალითოდ, რათა მის კვალს გავყოლოდით.
ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმიდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).
როგორ გამოვიყენოთ სულიერ ადამიანთან შეხვედრა სულისთვის სასარგებლოდ?