"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარ...
იხილეთ სრულად
"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: "და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26).
link
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგ...
იხილეთ სრულად
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".
link
ერთმა ფრანგმა ათეისტმა კითხვაზე: საიდან წარმოიშვა ატმოსფერო, გულახდილად აღიარა: - არ ვიცით და არც არასოდეს გვეცოდინება!.. მეცნიერებამ რომ შეძლოს ახსნა ხილული სამყაროსი, უხილავი მისთვის მაინც გამოუცნობი დარჩება.
მეცნიერებას ასევე არ შუძლია გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ღვთისაგან არის გადებული მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასოდეს არ მომხდარა, ხორბალი დაგვეთესოს და მუხა ამო...
იხილეთ სრულად
მეცნიერებას ასევე არ შუძლია გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ღვთისაგან არის გადებული მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასოდეს არ მომხდარა, ხორბალი დაგვეთესოს და მუხა ამოსულიყო, ან ძროხას გოჭი მოეგოს ხბოს მაგიერ. სამყაროში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გარდაქმნილიყო. ათეისტი მეცნიერები კი დღესაც თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ე...
link
მიხედე ბუნებასა: მრთელი ცა, ქვეყანა და ყოველი სავსება მისი, ქმნული ხელითა უფლისათა, არის მასწავლებელი და შემაგონებელი შენი; იცან, ვითარ ყოველი არსება ბუნებასა შინა მტკიცედ სდგას და ასრულებს თვისსა წესსა, რომელი მისცა მას შემოქმედმ...
იხილეთ სრულად
მიხედე ბუნებასა: მრთელი ცა, ქვეყანა და ყოველი სავსება მისი, ქმნული ხელითა უფლისათა, არის მასწავლებელი და შემაგონებელი შენი; იცან, ვითარ ყოველი არსება ბუნებასა შინა მტკიცედ სდგას და ასრულებს თვისსა წესსა, რომელი მისცა მას შემოქმედმან. მარტო შენ იქმნებია გარდამხდომელი სჯულისა, შენ, რომელიცა აღგამაღლა ღმერთმან უმაღლეს ყოველთა ქმნილებათა თვისთა და მოგცა უმჯობესი სჯული? ეცადე და ნუ გარდახდები ღვთაებრივსა მას სჯულსა, რომელი დაგიდვა შენ ღმერთმან, არა ვი...
link
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი ...
იხილეთ სრულად
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი გააღვიძა, ღვთისაკენ სავალი გზა ასწავლა და თვალს მიეფარა.
წმიდანი უსაზღვროდ მადლიერია ბუნებისა და განუზომლად გულმოწყალე მის მიმართ, ამიტომაც იგი მას დედამიწაზე თავის ერთადერთ მეგობრად მიიჩნევს.
link
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალუ...
იხილეთ სრულად
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალურები, რომ ერთადერთი მრავალმხრივი, რთული, მდიდარი სიცოცხლე მიედინება მათში, რომელიც ხეს აქცევს ერთდროულად მთლიანობად და უსასრულო მრავალფეროვან სიმრავლედ. დედამიწაზე არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლი იმიტომ, რომ იგივე ცხოველ...
link
სულიერ ცხოვრებაში ტკბობა გონებისა და გულის მტერია, ეს სატყუარაა, რომელსაც ადამიანი ყლაპავს, როგორც თევზი ანკესს.
გონება უნდა ვავარჯიშოთ ლოცვისათვის:
1) სიკვდილის ხსოვნით;
2) მისი აღყვანებით ხილულიდან უხილავისაკენ...
იხილეთ სრულად
სულიერ ცხოვრებაში ტკბობა გონებისა და გულის მტერია, ეს სატყუარაა, რომელსაც ადამიანი ყლაპავს, როგორც თევზი ანკესს.
გონება უნდა ვავარჯიშოთ ლოცვისათვის:
1) სიკვდილის ხსოვნით;
2) მისი აღყვანებით ხილულიდან უხილავისაკენ, ნივთიერიდან სულიერისაკენ. მაგალითად, ბუნების ან ადამიანის სილამაზით ვტკბებით? - ვიფიქროთ როგორი მშვენიერი უნდა იყოს მათი შემქმნელი, როგორია სულირი, ანგელოზთა სამყაროს გამოუთქმელი სილამაზე. მზის შუქს ხედავ? - სულიერი სინათლე გაიხსენე, რო...
link
მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.