გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
სიკვდილი ხანმოკლე განშორებაა, რადგან დედამიწაზე მოსულმა ქრისტემ ნათელი მოჰფინა სიკვდილის ბნელ საიდუმლოს: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე... მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი“ (იოან. 11, 25).
„სიკუდილით მოჰკუდეთ“ (დაბ. 2, 17). სიკვდილი არის უხრწნელების ხრწნადობით შეცვლა თავისი ნიშან-თვისებებით: სნეულებით, მწუხარებით, უბედურებით, ტკივილით და სხვ. მაგრამ სახიერმა ღმერთმა მაინც არ უგულებელყო საკუთარი ქმნილება, არამედ ს... იხილეთ სრულად
ოჰ, რაოდენ მშვენიერია ახალგაზრდობა, როდესაც ის თავისი ყვავილობის დიდებაშია. იმდენად მშვენიერია, რომ ზოგიერთები ზეციერი ანგელოზებისგან არ განსხვავდებიან. მაგრამ როცა მათ სიკვდილის ალესილი ნამგალი წამოეწევა და მოცელავს, მაშინ სასწრა... იხილეთ სრულად
დრო უნაყოფოდ ნუ გაგყავთ, რადგან ის მცირდება, ილევა და მოულოდნელად გავიგონებთ: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1).
სულიერი სარგებლის მოპოვების დროა და არა ქარაფშუტობის. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ძილისგან ისევ გამოვიღვიძებთ? ამიტომ, ვაიძულოთ თავი.