ქება - ციტატები, გამონათქვამები
ქება - ციტატები, გამონათქვამები ქება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
423. როდესაც გულისსიტყვები ან ადამიანები მაქებენ და ეს მამძიმებს, როგორ გავუმკლავდე ამას?
არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო.
საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს; საკუთარი მამისა და დედის ძაგება საკუთარი თავის ძაგებას ნიშნავს.
ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და ს... იხილეთ სრულად
საშიშია და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აჩერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო.
როცა ღვთის ნებით მრავალი შეგაქებს, შენთან დაკავშირებულ ღვთის განგებას არაფერი სატრაბახო შეურიო, რათა ცვლილების შედეგად კვლავ საწინააღმდეგო არ დაგეუფლოს.
თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ვინც ქებას ეძებს, მას ვნება ეუფლება; ხოლო ვინც ტირის იმაზე, რომ მწუხარება დაატყდა თავს, მას განცხრომა უყვარს.