სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები სიღარიბე, გამონათქვამები, ციტატები
ესეც გახსოვდეთ: "არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი... იხილეთ სრულად
მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.
უნდა ვიცოდეთ, რომ მდიდართაგან მცირედნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ღარიბთაგან კი – გაცილებით მეტნი. გულდასმით გამოიძიე და განიხილე დაბრკოლებანი ხსნის გზაზე სიმდიდრის მხრიდან და სიღარიბის მანკიერებანი – თუმცა, ერთიც და მეორეც თვით სი... იხილეთ სრულად
ღარიბები მდიდრებთან შედარებით უპირატესნი არიან არა მხოლოდ ცხოვრებისეულ, არამედ სულიერ საკითხებშიც
მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.
მხოლოდ ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უწილადებს ღარიბებს; არამედ ისიც, ვისაც თუმცა კი არ აქვს ზედმეტი, მაგრამ ხარბად ნატრობს მას და მუდმივად ამაზე ფიქრობს.
სახარებისეული სიგლახაკე უქონლობას კი არ გულისხმობს, არამედ ქონებისადმი მიჯაჭვულობის დაძლევას.
უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი.