სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები

სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

image

წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს. წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების

link
image

ღმერთი არც ერთი სათნოებით არ ხარობს ისე, როგორც მაშინ, როცა ვინმე რაიმე მწუხარებაში ჩავარდება და ბოლომდე მოთმინებით იტანს მადლიერებით. ღმერთი არც ერთი სათნოებით არ ხარობს ისე

link
წმ. ნილოს სინელი

საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს. საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი

link
image

ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალ... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე ოქროპირი

თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება. თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება

link
image

ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას, ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ. ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას

link
წმ. ნილოს სინელი

დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები. დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც

link
image

რკინის იარაღებით დამუშავებული და ლპობადი ნივთიერებებით განაყოფიერებული მიწა განსაკუთრებით ნაყოფიერი ხდება: ასევე გული, რომელიც მწუხარებებით მუშავდება, დამცირებით რწყულდება, უმაღლესი სათნოებების განსაკუთრებულ უნარს იძენს. რკინის იარაღებით დამუშავებული და ლპობადი

link
image

როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო ყლორტებს ჭრის, რათა წვენი ამოძრავდეს და ნაყოფიერ ტოტებში ჩადგეს, ასევე ყოვლადბრძენი უფალი განსაცდელის ორლესული მახვილით წმენდს სათნო ადამიანის სულს, რათა მან უმეტესი ნაყოფი გამოიღოს. როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო

link
image

როგორც რკინის მაგარ ქვაზე ხახუნი აჩენს ნაპერწკლებს, რომელთა ნიშანწყალიც მანამდე არ არსებობდა: ასევე მწუხარების შემოტევისას მტკიცე სულიდან გამოანათებს სათნოებათა ნაპერწკლები, რომლებიც მის გარეშე ვერ გაიღვიძებდნენ. როგორც რკინის მაგარ ქვაზე ხახუნი აჩენს

link

სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები

2