ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ...
იხილეთ სრულად
ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე ...
იხილეთ სრულად
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არ...
იხილეთ სრულად
კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ... ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არ...
პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.
აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზ...
იხილეთ სრულად
აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში.
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვ...
იხილეთ სრულად
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისაგან უნდა აიღონ. სახელმწიფოში კი ყოველ მის მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი შრომის აუცილებლობა საერთო დოვლათის შესაქმნელად.
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო...
იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება. ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მსწრაფლცვალებადი ყოველდღიური ინფორმაციები და სუსტი შთაბეჭდილებები კი გულმოდგინე შრომი...
მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანა...
იხილეთ სრულად
მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას გაჭირვებულებისა და ავადმყოფებისადმი და საერთოდაც უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი, იცხოვრონ და იღვაწონ ღმე...
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი გარემო სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტების...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.