ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ძმაო, დაე, ვიბრძოლოთ; ბავშვებივით წრფელნი და გულახდილნი ვიყოთ, როგორც თქვა მაცხოვარმა: „უკუეთუ... არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
გულისსიტყვებით შენი სიმტკიცე ნუ მოდრკება. სიმხნევე, იმედი, სიმამაცე იქონიე. ეშმაკის ხრიკებია, ცხონების იმედი რომ გაგიქარწყლოს.
თუ გსურს, სიცოცხლის ბოლომდე მოშურნე იყო, ეცადე მუდამ იტირო. და თუ ასეთი ცრემლი გაქვს, ნუ გეშინია, ცხონების მხურვალე წადილი შენთან დარჩება.
მოვალენი ვართ განსაცდელის სახმილი გავიაროთ, რომ ჩვენი სულების დიდი მეუფის, ქრისტეს საგანძურში შესვლის ღირსები გავხდეთ.
შვილო, ადამიანებში ღვთის მადლი და სიყვარული მრავალი გზით ვლინდება. მას ერთი საყოველთაო მიზანი აქვს – აცხონოს ადამიანი.