ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" ამბობს იგი, "შევალ მასთან" (აპოკ. 3,20)
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან
უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ის ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო
იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე