დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთ...
იხილეთ სრულად
დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთუნებს, საჭიროა დააცხროს აზრთა კვეთება და მოკრძალებით გადაიწეროს პირჯვარი. ხორციელ და გონებრივ ვნებათაღელვისაგან თავდასაცავად სასარგებლოა ყველაფერში გონივრული ზომიერება; მაგრამ უპირველესი და უპირატესი საშუალებაა ევედრო ყო...
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.