ეკლესია სულიერი გაჯანსაღებისათვის მარხვებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვეძნელება მარხვის დაცვა და ვარღვევთ მას გემოთმოყვარეობისა და თავშეუკავებლობის გამო. რა მიზეზს აღარ ვიგონებთ, რომ დავარღვიოთ მარხვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი კ...
იხილეთ სრულად
ეკლესია სულიერი გაჯანსაღებისათვის მარხვებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვეძნელება მარხვის დაცვა და ვარღვევთ მას გემოთმოყვარეობისა და თავშეუკავებლობის გამო. რა მიზეზს აღარ ვიგონებთ, რომ დავარღვიოთ მარხვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი კი ამბობდა, რომ: „პურსა და წყალს ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი“, მისგან არავინ მომკვდარა, ჩვენ კი, ათასნაირ ხრიკს ვიგონებთ, რათა თავიდან ავირიდოთ საკვების შეზღუდვა. დღეს ვისღა ახსოვს სულიერი მარხვა, რაც ვნებათა ალაგმვას, ...
ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების აღკვეთით, მაგრამ ამას თუ მაინც ვაკეთებთ, ნუღარ ვიქებთ თავს, ვინაიდან: „ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტისაგან განდგომა, მდუმარება, მრის...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების აღკვეთით, მაგრამ ამას თუ მაინც ვაკეთებთ, ნუღარ ვიქებთ თავს, ვინაიდან: „ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტისაგან განდგომა, მდუმარება, მრისხანებისაგან დაცხრომა, ვნებისაგან განშორება და უარყოფა სიცრუისა და ფიცის გატეხისა“ (დიდმარხვის I კვირის სტიქარი). მარხვის ამ მთავარ არსზე სულაც არ ვფიქრობთ, ხოლო ხორციელ მარხვას თვითნებურად ვიტვირთავთ ხოლმე უდროო დროს და ...
რას გვაძლევს მარხვა და სინანული, რისთვის ვირჯებით? ცოდვებისაგან გაწმენდას, სულიერ სიმშვიდეს, ღმერთთან სიახლოვეს, მხნეობას, რომ კადნიერება გაგვაჩნდეს ღვთის წინაშე წარდგომისა, აი ამისთვისაა საჭირო. ჰოდა, თუ ასეა, ეს ყოველივე კი ღირს...
იხილეთ სრულად
რას გვაძლევს მარხვა და სინანული, რისთვის ვირჯებით? ცოდვებისაგან გაწმენდას, სულიერ სიმშვიდეს, ღმერთთან სიახლოვეს, მხნეობას, რომ კადნიერება გაგვაჩნდეს ღვთის წინაშე წარდგომისა, აი ამისთვისაა საჭირო. ჰოდა, თუ ასეა, ეს ყოველივე კი ღირს იმად, რომ ვიღვაწოთ და შევინანოთ მთელი გულით. პატიოსანი შრომისათვის კი ფასდაუდებელი ჯილდო გველის. მაგრამ განა ყველას უყვარს ღმერთი, როგორც საკუთარი მამა? განა რამდენია ჩვენს შორის ისეთი, კადნიერებით მიმართოს ზეციერ მამა-...
როდესაც შენ მარხულობ, მაშინ სულიც უნდა იყოს მწუხარე, მარხვასა შენსა ანუ წინა უვიდოდეს, ანუ შეუდგებოდეს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული; თუ არა, მარხვა შენი არის ერთი მხოლოდ ფარისევლობა, ანუ მკვდარი, უსარგებლო ჩვ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ მარხულობ, მაშინ სულიც უნდა იყოს მწუხარე, მარხვასა შენსა ანუ წინა უვიდოდეს, ანუ შეუდგებოდეს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული; თუ არა, მარხვა შენი არის ერთი მხოლოდ ფარისევლობა, ანუ მკვდარი, უსარგებლო ჩვეულების აღსრულება.
ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, ...
იხილეთ სრულად
ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, დააკავე ენა შენი ყოვლისა სიცრუისა და მოტყუებისაგან, აღვირი აუსხი ბოროტთა შენთა გულსთქმათა, ნუ შეუშვებ შენს გულში ბილწთა, უწმინდურთა სურვილთა, დააკავე ხელი შენი ქრთამისაგან, მტაცებლობისაგან, მოარიდე თვალი შენი ყოველსა უწმ...
არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ აღარ სჭამ, მაგრამ ყოფა–ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულო...
იხილეთ სრულად
არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ აღარ სჭამ, მაგრამ ყოფა–ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულობასა შენსა, მეზობელთა აწუხებ, სჭამ მრისხანებითა და გულისწყრომითა.
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესის...
იხილეთ სრულად
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესისამებრ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა.
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელს...
იხილეთ სრულად
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა: „ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე“, – იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (ფსალ. 10.10). სინანული არის სულიერი მწუხარება. თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხ...