სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია და სთხოვე უფალს ის, რაც არ ძალგიძს; იგი აუცილებლად მოვა შენს დასახმარებლად (1 იოანე 5, 14-15).
განა ჩიტისთვის მძიმეა ფრთები, რომლითაც იგი ჰაერში დაფრინავს? ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არის მძიმე მცნებები ქრისტესი, რომლის წმნილებაცაა ჩვენი სული, მასზე დაყრდნობით ზეცაში რომ აფრინდება.
"ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათე 11, 30), - ბრძანა უფალმა. მსუბუქია ჭეშმარიტად! მართლაც რა შეიძლება იყოს უმსუბუქესი იმ ტვირთზე, რომელიც თვითონ ტვირთულობს ყოველ მის მტვირთველს. ასევე დაატარებენ სივრცეში ჩიტს მძიმე ფრთები, რომლებიც მა... იხილეთ სრულად
რაოდენ ძლიერ იღწვიან მიწიერი სიკეთის მოსაპოვებლად! და განა მასზე მეტად არ უნდა ვიღვაწოთ ზეციური ჯილდოსათვის?
სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
ბოროტების არქმნა ღვივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია, არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა ა... იხილეთ სრულად
ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!" (ეფეს. 5,14).
წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინ... იხილეთ სრულად