სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი და...
იხილეთ სრულად
სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: "ყოველი ცოდვა და გმობა ...
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური...
იხილეთ სრულად
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21)
ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ ჩვენი ცოდვები, მსუბუქიც რომ იყოს, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრა...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ ჩვენი ცოდვები, მსუბუქიც რომ იყოს, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა – სატარებლად მძიმე.
ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება. და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამ...
იხილეთ სრულად
აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, მარადიული ნეტარების მოპოვება სურს, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც...
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს...
იხილეთ სრულად
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული. უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომა, რამაც მათი დიდი და...
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს...
იხილეთ სრულად
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე.
ქრისტე აღდგა! "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!"სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (წმიდა იოანე ოქროპირი).დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!