როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები ...
იხილეთ სრულად
როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები მოწიწებასა და მადლს გამოსცემდეს და არა ნაღველს, სიმწარეს კამათსა და შფოთს.რადგან ყოველი უხეში სიტყვა, რომელსაც თქვენ მას განსაცდელის ჟამს ეტყვით, შხამით ავსებს მის სულს, ვინაიდან სწორედ გველი დემონისაგან მომდინარეობს და ...
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ...
იხილეთ სრულად
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ღირსეულ სულს უღირსისაგან და სამოთხეში შეიყვანდეს - მით უმეტეს, თუ ის (სული) უხეში ბუნებისა აღმოჩნდა
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყო...
იხილეთ სრულად
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყოლება მლოცველი, რომელიც შეავედრებს მას შენს თავს; ხოლო თუკი ბერს დაანაღვლიანებ, მაშინ ვინღა ჰყოფს უფალს შენზე მოწყალედ?
იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენ წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა დ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენ წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვწირავთ მადლობას