განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის.
ვინც მზერას მუდამ საკუთარი ნაკლოვანებებისკენ მიმართავს, იგი ყოველთვის თვლის, რომ სხვები მასზე უკეთესნი არიან და მხოლოდ ასეთი არ დგას დაცემის გზაზე.
მოყვასის განმკითხველი, როგორც საკუთარ თავში თავმდაბლობისა და თავისი თავისადმი სიფხიზლის გრძნობას მოკლებული, უწინარეს ყოვლისა, თვითონ შეიძლება ჩავარდეს იმ ცოდვებში, რომლების გამოც სხვებს განიკითხავს.
როდესაც ამბა აღათონი რაიმე საქმეს ხედავდა და ზრახვა მას განკითხვისკენ უბიძგებდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა: "აღათონ! ნუ გააკეთებ თვითონაც იმავეს!" და ზრახვა წყნარდებოდა.
ყველა ერთსა და იმავე ვითარებას ვექვემდებარებით. მოყვასი - დღეს, შენ კი - ხვალ შეძლებ იმავეს გაკეთებას, თუ საქმით არა, - სიტყვით ან აზრით.
არ არსებობს ადამიანის მიერ აღსრულებული ცოდვა, რომლის ჩადენაც ყველა სხვას არ შეეძლოს.