ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხე...
იხილეთ სრულად
ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
link
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი...
იხილეთ სრულად
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმი...
link
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.
იხილეთ სრულად
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ადამიანური მწუხარებით. მწუხარებას, რა თქმა უნდა, თავისი სახესხვაობებიც აქვს. მაგ., უნუგეშო სულიერი ტკივილი ძირითადად ურწმუნოებისა, არასულიერობისა და შინაგანი სიცარიელის შედეგია.
link
მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნ...
იხილეთ სრულად
მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
link
თუ კეთილდღეობით მცხოვრები სიღარიბის მოლოდინშია, ის მალე არ გაღარიბდება, ხოლო რისი გულისხმისყოფაც არ გსურდა მოლოდინით, იმას გამოცდილებით გაიგებ. ამრიგად, ცხოვრობ რა სიმდიდრეში, ელოდე სიღარიბეს; ტკბები რა კეთილდღეობით, ელოდე შიმშილს...
იხილეთ სრულად
თუ კეთილდღეობით მცხოვრები სიღარიბის მოლოდინშია, ის მალე არ გაღარიბდება, ხოლო რისი გულისხმისყოფაც არ გსურდა მოლოდინით, იმას გამოცდილებით გაიგებ. ამრიგად, ცხოვრობ რა სიმდიდრეში, ელოდე სიღარიბეს; ტკბები რა კეთილდღეობით, ელოდე შიმშილს, სარგებლობ რა დიდებით, ელოდე დამდაბლებას; ხარ რა ჯანმრთელი, ელოდე ავადმყოფობას. გამუდმებით იფიქრე ადამიანის საქმეთა თვისებაზე, რომელიც არაფრითაა უკეთესი მდინარის ნაკადზე, სწრაფგანქარვებად კვამლზე, რომელიც ჰაერში განიბნ...
link
მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას,...
იხილეთ სრულად
მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას, არ ეტანება სხვისას; რამეთუ მოლოდინის შიში, ვითარცა თავისებური დამრიგებელი, შეგვაგონებს, ფიქრებს ზღუდავს და საშუალებას არ აძლევს განვითარდეს ვერცხლისმოყვარეობის მავნე შტოდ, და ამ შიშით, ვითარცა ცელით, მოჰკვეთს მას და ზრდ...
link
როგორც ზღვას არ დატოვებს ტალღები, ისე ვერცხლისმოყვარეს – მრისხანება და წუხილი.
წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?
მწუხარებებით გამოუცდელი სული არაფრად ვარგა
ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს გზის გამკვალავი, მისი შეცვლა შეუძლლიათ, რასაც წარმატებით ახერხებენ კიდეც მორწმუნე და მდაბალი ადამიანები, რამეთუ ამ შემთხვევაში ღმერთია ხელმძღვანელი და ის უდავოდ ადამიანზე უბრძენესია. წმ. ისააკ ასურს ზედმიწევნით აქვს აღწ...
link