ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს.
იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა.
თუ ადამიანი ლოცულობს, შეუძლებელია, მას ძვირისხსენება ჰქონდეს და ნებისმიერი შეცდომა არ აპატიოს მოყვასს – იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.
თუ მოწყინება, უდებება და გულგრილობა გვიახლოვდება, შიშით, ტკივილით და გონების დიდი სიფხიზლით ვილოცოთ და ღვთის მადლით ნუგეშისა და სიხარულის სასწაული სწრაფად აღსრულდება ჩვენზე.
ის, ვინც ლოცულობს, ღვთივგანათლებული ხდება, ვინც არა – გონება უბნელდება. ლოცვა ღვთაებრივი ნათლის მომცემია. ამიტომ ყველა, ვინც სწორად ლოცულობს, ნათლით მოსილია და ღვთაებრივი სული მკვიდრობს მასში.