სახიერმა ღმერთმა შექმნა ანგელოზები, მაგრამ მათგან ზოგიერთები ამპარტავნების გამო დემონებად იქცნენ. შემდეგ ღმერთმა ადამიანი შექმნა, რათა ანგელოზთა რიგი შეევსო, დემონებს კი დროებით გარკვეული თავისუფლება მიანიჭა, რათა ისინი თავიანთი ბ...
იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა შექმნა ანგელოზები, მაგრამ მათგან ზოგიერთები ამპარტავნების გამო დემონებად იქცნენ. შემდეგ ღმერთმა ადამიანი შექმნა, რათა ანგელოზთა რიგი შეევსო, დემონებს კი დროებით გარკვეული თავისუფლება მიანიჭა, რათა ისინი თავიანთი ბოროტებით გვეწეოდნენ, „ჩავაბაროთ გამოცდები“ აქ, მიწაზე, და მარადიულ ცხოვრებაში გადავიდეთ. სანამ ადამიანი ცოცხალია, აქვს უფლება სულიერი გამოცდების ჩაბარებისა, მაგრამ გამოცდების ხელმეორედ ჩაბარება არ ხდება.
ამგვარად, ვიღვაწ...
რა არის კაცი, რომ იხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი – წვრილ...
იხილეთ სრულად
რა არის კაცი, რომ იხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
7-9
შემოქმედმა ადამიანი მთელ მიწიერ სამყაროზე აამაღლა, მიანიჭა გონება და თავისუფლება. განაშვენა თავისი ხატებით და ამით მისი განსაკუთრებული, მაღალი დანიშნულება გამოკვეთა. ადამიანის სულიერი თვალთახედვა ღმერთისა და სულიერი სამყაროსკენ არ...
იხილეთ სრულად
შემოქმედმა ადამიანი მთელ მიწიერ სამყაროზე აამაღლა, მიანიჭა გონება და თავისუფლება. განაშვენა თავისი ხატებით და ამით მისი განსაკუთრებული, მაღალი დანიშნულება გამოკვეთა. ადამიანის სულიერი თვალთახედვა ღმერთისა და სულიერი სამყაროსკენ არის მიმართული, სხეულებრივი კი ნივთიერ სამყაროს აღიქვამს.
ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია, თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგ...
იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია, თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგადოების ან კაცობრიობის ნაწილზე.
ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ, წუთიერ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი, – ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოება...
იხილეთ სრულად
ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ, წუთიერ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი, – ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოებავ! – აღჭურვილი ღმერთისაკენ მსწრაფველი ძალითა და უნარით, ანუ შეჰქმნა ისეთ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთობა ღვთაებრივი განათლებისა და შემოქმედ ღმერთთან ზიარების გზით, მაგრამ რომელიც არ გარდაიქმნება საღმრთო არსობრიობად.
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი ნების მქონე, მოკლებული ყოველგვარ საზრუნავსა და ურვა–მწუხარებას, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებებით – შეჰქმნა თითქოსდა მეორე სამყარო, მცირე – დიდში, შეჰქმნა ანგელოზის მსგავსი, სხეულის მქონე – სულიერი და გონიერი არსება, როგორც ახალი ანგელოზი, რომელიც თაყვანს სცემს და განადიდებს შემოქმედ ღმერთს; შეჰქმნა იგი შეზავებული ორი ბუნებისაგან – სულისა და სხეულისაგან, მჭვრეტელად მთ...
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდე...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველიო, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამია...
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიან...
იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი – რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის – ღვთის ქმნილებისა.
როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა ...
იხილეთ სრულად
როგორადაც ადამიანი ორი – სულიერი და ნივთიერი – ბუნების მქონე, ამგვარადვე მთელი ქმნილი სამყაროც ორგვარია: ხილული და არახილული. ადამიანის თითოეულ ამ ბუნებაში ცალ–ცალკე აღესრულება ესა თუ ის ქმედებანი, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სურს და ვინ რისთვის ირჯება. ამგვარსავე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე, რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეც...
მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.