ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან.
როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
"ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა ამის" (1 იოანე 5, 4); ვინც ამ სოფლის მეგობარია, იგი ღვთის მტერია.
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარე... იხილეთ სრულად