ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა, ერთგულება ხალხისა და სამშობლოსადმი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ადამიანი "ცხოვრების გვირგვინს". იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).
ყოველი მორწმუნე თუ არა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, არამორწმუნეს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის...
იხილეთ სრულად
ყოველი მორწმუნე თუ არა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, არამორწმუნეს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უყურებს.
იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელი...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50).
სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულ...
იხილეთ სრულად
სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავ...
ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია...
იხილეთ სრულად
ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.
მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.
მართალია, დედაკაცთა უმრავლესობას სულიერი ცხოვრებისათვის დიდი საწინდარი გააჩნია, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ აღწევს. მათ ნაკლები განსჯადობა გააჩნიათ, თუმცა ის მათ არ ვნებს, პირიქით, მათი რწმენისათვის უფრო სასარგებლოცაა. მამაკა...
იხილეთ სრულად
მართალია, დედაკაცთა უმრავლესობას სულიერი ცხოვრებისათვის დიდი საწინდარი გააჩნია, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ აღწევს. მათ ნაკლები განსჯადობა გააჩნიათ, თუმცა ის მათ არ ვნებს, პირიქით, მათი რწმენისათვის უფრო სასარგებლოცაა. მამაკაცები კი გონებისმიერი მსჯელობით რწმენას ირყევენ. დედაკაცებში, აგრეთვე, ბუნებით ჩადებულია სიყვარული და მათ შეუძლიათ საკუთარი თავი მთლიანად გულთან ერთად მიუძღვნან უფალს. მამაკაცებს კი ამ დროს დიდი ღვაწლის გაღება სჭირდებათ, ...