სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვ... იხილეთ სრულად
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმ... იხილეთ სრულად
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხო... იხილეთ სრულად
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბორო... იხილეთ სრულად
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი. ის, რაც არ შეესატყვისება შემოქმედის სახეს, არ არის ჩვენი ბუნებისეული. მაშ, რას წარმოადგენს ცოდვა ღვთისმეტყველთა გაგებით? ცოდვა ბოროტებაა, რომელიც პიროვნებაში მისი ნებით შედის. ბოროტება ანუ ცო... იხილეთ სრულად
კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმა... იხილეთ სრულად