თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხრი შენს მოძღვარს აღსარება შენი.
„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, ...
იხილეთ სრულად
„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, რომელ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთთა ქრისტიანთა სცხვენიათ ანუ ეშინიათ აღსარება ცოდვათა. სნეულმა კაცმა ექიმს რომ არ უთხრას რა სტკივა, – აბა მოსძულებია მას სიცოცხლე და სიკვდილი სდომებია. თუ ეს კაცი ემზადება, ლოცულობს, ღმერთს შენ...
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი...
იხილეთ სრულად
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი. ყოველის კაცის საქმენი დამოკიდებულნი არიან მისსა საკუთარსა ხასიათსა ზედა. ხასიათი, ანუ სულის თვისება არის წყარო ანუ ფესვი ყოვლისა საქმისა, ვითარცა კეთილსა, ეგრეთვე ბოროტისა. თუმცა შენ დღეს აღიარე რომელიმე ცოდვა და მიიღე...
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალ...
იხილეთ სრულად
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არ მიგეახლებიან შენცა ესენი უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ.
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩ...
იხილეთ სრულად
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო ის შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გადიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხნა ეკალი, "რა...
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა;...
იხილეთ სრულად
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი.
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ...
იხილეთ სრულად
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგე...