სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც ... იხილეთ სრულად
რა კარგი იქნებოდა, სამყაროში გვეცხოვრა არა - საკუთარი ნებითა და აზრებით, არამედ ყოველივე უფლისგან გამოგვეთხოვა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: მითხარი უფალო, უნდა გავაკეთო ეს თუ არა? (გამოსვ. 8, 19-20; მეორ. შჯ. 12, 8-32; 142, 8).
რა გავაკეთოთ, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი".
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებუ... იხილეთ სრულად
თუკი საკუთარ თავში არ გრძნობ სურვილს, აღასრულო ის, რაც უფალს ესათნოება, მაშინ ბრმაც ხარ, ყრუც, მუნჯიცა და ხელ-ფეხიც გაკლია, განრღვეულზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იმყოფები.
იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.
ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე სული, ასევე სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან.