იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
ღვთაებრივი ნათლის სხივები სულებს ისევ და ისევ განანათლებს, რათა მემკვიდრეობით მიიღონ მამობრივი ძალაუფლება, რაც სულის არსებითი საკითხია; ვგულისხმობ გონიერი ლოცვით სულის ღმერთთან ურთიერთობას.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ.
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი... იხილეთ სრულად
გონებრივი საქმიანობის გარეშე, გარეგნულისგან დიდი ხეირი არ გვაქვს. თუკი ღმერთის ყოველ გახსენებაზე ცრემლებს არ ღვრი, უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს და გულს გიუხეშებს.