ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.
განმტკიცდით გულისსიტყვით, რომ ლოცვა ყველაფერია. ულოცველობა სრულიად დაგვაუძლურებს, დაცემას დაცემა მოჰყვება.
მბრდღვინავ ლომებს ვემსგავსებით, როცა ლოცვა მტკიცედ გვიპყრია - უდებებით და გულგრილად კი არა, მთელი სულიერი ძალით!
სათნოებათა გვირგვინი, სიყვარული რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის გადაუდებელი სულიერი აუცილებლობაა ლოცვაზე ზრუნვა.
მამები ამბობენ, რომ სატანა მუდამ ეკალი და ლოდი საცთურისა იქნება წმინდა ლოცვისთვის და ეს იმიტომ, რომ ლოცვა მას ძალიან აწუხებს და წვავს.
წარმატებით ლოცვის მსურველი, სანამ ლოცვას დაიწყებდეს, მოვალეა განაგდოს გონებიდან ყველანაირი საზრუნავი და გულისსიტყვა. გონებამ კი, როგორც ზედამხედველმა, დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ბაგით წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ლოცვა ღვთი... იხილეთ სრულად
ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას ათასგვარი ფიქრი მოიცავს, ლოცვის ნაყოფი რომ მოსტაცოს და მხოლოდ მისი ძვლები, ანუ შრომა და მცდელობა დაუტოვოს მლოცველს.
ეშმაკებს იერიში მიაქვთ, თავს ესხმიან ლოცვას და ცდილობენ გონებაგაფანტულობის მეშვეობით ის უნაყოფო გახადონ.
გევედრებით, ილოცეთ პავლე მოციქულის მოწოდების თანახმად: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17). იხილეთ სრულად