109. გონების მქონე და სულისმარგებელი სიტყვა საბოძვარია ღვთისა, ისევე როგორც, მეორე მხრივ, ყბედობით აღსავსე სიტყვა, ცისა და მიწის საზომთა და მანძილთა, აგრეთვე, მზის და ვარსკვლავების სიდიდეთა მაძიებელი, გამონაგონია ამაოდმოქმედი ადამ...
იხილეთ სრულად
109. გონების მქონე და სულისმარგებელი სიტყვა საბოძვარია ღვთისა, ისევე როგორც, მეორე მხრივ, ყბედობით აღსავსე სიტყვა, ცისა და მიწის საზომთა და მანძილთა, აგრეთვე, მზის და ვარსკვლავების სიდიდეთა მაძიებელი, გამონაგონია ამაოდმოქმედი ადამიანისა, რადგან სწორედ ფუჭმედიდი ადამიანი ეძიებს იმას, რასაც სარგებლობა არაფერი აქვს, ცდილობს რა საცრით წყლის ამოხაპვას. მართლაც, ამ ყოველივეს გამოკვლევა ადამიანს არ შეუძლია.
65. ადამიანთა შორის არაფერია სიტყვაზე უფრო უპატიოსნესი. იმგვარად ძალმოსილია სიტყვა, რომ სიტყვითა და მადლობით თვით ღმერთს ვმსახურებთ. მაგრამ უგვანი და უპატიო სიტყვების ხმარებით ჩვენს სულს ვგმობთ. ასე რომ, უგუნირი ადამიანის საქმეა, ...
იხილეთ სრულად
65. ადამიანთა შორის არაფერია სიტყვაზე უფრო უპატიოსნესი. იმგვარად ძალმოსილია სიტყვა, რომ სიტყვითა და მადლობით თვით ღმერთს ვმსახურებთ. მაგრამ უგვანი და უპატიო სიტყვების ხმარებით ჩვენს სულს ვგმობთ. ასე რომ, უგუნირი ადამიანის საქმეა, თავის წარმოშობას ანდა ვისმე სხვას დასდოს ბრალი თავის ცოდვებში, მაშინ როცა თავისი ნებით მოიხმობს იგი უკეთურ სიტყვას ანდა საქმეს
მერე რა ენას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორი და ათცამეტნი სირიელნი მა...
იხილეთ სრულად
მერე რა ენას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!
დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...
უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნე...
იხილეთ სრულად
დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...
უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნეებს სიცოცხლედ ერთვი
და კვლავ მიითვლი ერთგულ ზვარაკებს.
ტკბილსურნელი აქვს შენს ხმებს და ფერებს,
და რიჟრაჟული ღიმილის ჩენა...
შოთაის, ვაჟას, ილიას მერე,
მე რა ვთქვა ჩემო ფრთიანო ენავ?