სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ლიტურგია ადამიანისადმი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა. წმინდა ლიტურგიაში კაცთა მოდგმის მიმართ ღმერთმა თავისი სიყვარული დაამოწმა. ღვთის სიყვარული ოდენ რაიმეს გაღებით არ გამოიხატება. იგი საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაა.
მთელი არსებით დაიმარხე რწმენა და დაელოდე დროს, როცა რწმენა სიყვარულს აღმოაცენებს. თუ სიყვარული განელდა, ბევრს დაკარგავ, თუ დაკარგავ რწმენას, ყველაფერს კარგავ.
მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი სიყვარულია. სიყვარული უფლისა და ადამიანთა მიმართ.
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს ის სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით
სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი მთავარი თემა სახარებისა.
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურ... იხილეთ სრულად
ღმერთი, მოყვასი და მე - აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული. დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.