ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე, შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
4-7
მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას.
ბოროტი და მანკიერი ადამიანი ყველა ადამიანს ისეთად თვლის, როგორიც თვითონაა. ეს ძალიან ბუნებრივიცაა, იმდენად, რომ ე.წ. სიყვითლით დაავადებული ყველა საგანს ყვითლად შეღებილად აღიქვამს
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს... იხილეთ სრულად
ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, იგი მალე მას სიამოვნებით დაუწყებს ცქერას.