უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, ... იხილეთ სრულად
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".
ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა დ... იხილეთ სრულად
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა". მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების ... იხილეთ სრულად
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდების... იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში... იხილეთ სრულად
ქრისტე წყალგამყოფია, სადაც იგი გამოჩნდება, ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან, ერთნი სიკეთეს შეჰხარიან და სხვანი კი სრულებით არ ეძიებენ მას. ასე იყო მაშინაც, როდესაც განხორციელებული უფალი ამქვეყნად მიმოდიოდა, და დღემდეც ასეა.
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანე... იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად