მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქ... იხილეთ სრულად
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის ... იხილეთ სრულად
საყვარელნო, მარხვა ანგელოზის მსგავსება არის, და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემსგავსო, ანგელოზი მჭამელს არ აყუედრებს. ელია ხორცსაც სჭამდა პურსაც, მაგრამ ანგელოზი არათუ აყუედრებდა, თვითვე ანგელოზი მოუტანდა ამაებს. ანგელოზი არ ა... იხილეთ სრულად
საყვარელნო, ენით იმარხე, ვითარცა დავით წინასწარმეტყველი გიბრძანებს: "დააცხურე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა"
როცა მარხვისაგნ ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის.
ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: "ნაყროვნება დედა არს სიძვისა". რადგან ნაყროვნება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკუდინოთ სიძვის დედა, ნაყროვნება,... იხილეთ სრულად
მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს
მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
მარხვა ზოგადი სახელია და ბუნების საზღვარია, ესე იგი, ბუნების საზღვრების წეს-რიგის დამცველია, რათა არა გარდახდენ განწესებათა, ვითარცა წერილ არს: "საზღვარი დასდევ, რათა არა გარდახდენ".