თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
კეთილ სინდისს დასაბამად, საწყისად, საფუძვლად სიმდაბლე და მორჩილება უდევს, მზაკვარი სინდისის საწყისი კი ამპარტავნება და ურჩობაა.
როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ ზეციერი მამის მორჩილებით დაიმდაბლა თავი. მან, როგორც ადამიანმა, მორჩილება აღასრულა, რათა ჩვენთვის სიმდაბლის უმაღლესი სათნოება ესწავლებინა, რადგან სიმდაბლის გარეშე არავის ძალუძს უფალთან მიახლება.
თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთა... იხილეთ სრულად