იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მა...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მათ და მაცხოვრის მიმართ მიისწრაფის (ინ. 7.17)
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას სა...
იხილეთ სრულად
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას საკუთარი დაკვირვება გვიჩვენებს. ასეთივე თვისებისაა სწორედ ჩვენი წარმოდგენა სულიერი სამყაროს შესახებ. სრულყოფილად, სრულად და ღრმად მაშინ ვწვდებით, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, რწმენის გრძნობით ვეხებით მას. სულიერი საგნების შესახე...
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით ...
იხილეთ სრულად
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით უფრო ანათლებს და ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მორწმუნეებს, რაც უფრო გახსნილია მათი გონება და გული მისთვის.
უმაღლესი, წმიდა ჭეშმარიტებების მიმართ გახრწნილ ადამიანებს იგივე ემართებათ, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვალის დაავადებით იტანჯებიან; ნათელს ისინი ვერ იტანენ, განსაკუთრებით - მზის სინათლეს. სიამოვნებით ამჯობინებენ ფუტურო ხის ბჟუტვა...
იხილეთ სრულად
უმაღლესი, წმიდა ჭეშმარიტებების მიმართ გახრწნილ ადამიანებს იგივე ემართებათ, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვალის დაავადებით იტანჯებიან; ნათელს ისინი ვერ იტანენ, განსაკუთრებით - მზის სინათლეს. სიამოვნებით ამჯობინებენ ფუტურო ხის ბჟუტვას, რომელიც მათ თვალში მზის შუქს აღემატება
როდესაც ინჟინრებს ალყაშემორტყმული ქალაქის გასამაგრებლად უწევთ მუშაობა, რას აკეთებენ ისინი? - უწინარეს ყოვლისა, ცდილობენ აღმართონ მიწაყრილები, რათა ამ ხელოვნურ საფარქვეშ თამამად გაუძლონ მტრის ცეცხლს და დაუბრკოლებლად აღასრულონ თავია...
იხილეთ სრულად
როდესაც ინჟინრებს ალყაშემორტყმული ქალაქის გასამაგრებლად უწევთ მუშაობა, რას აკეთებენ ისინი? - უწინარეს ყოვლისა, ცდილობენ აღმართონ მიწაყრილები, რათა ამ ხელოვნურ საფარქვეშ თამამად გაუძლონ მტრის ცეცხლს და დაუბრკოლებლად აღასრულონ თავიანთი მიწისქვეშა სამუშაოები. იგივე შეიძლება ითქვას ურწმუნო კაცზეც. საფარად მას ურწმუნოება აქვს: ამ საცავს იგი იმ მიზნით აღმართავს, რომ სჯულის ისრებმა არ დააზიანონ მისი სინდისი.
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებით - აი, ურწმუნოების ძირითადი მიზეზები
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ...
იხილეთ სრულად
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ღმერთმა ეს თავისი დიდებისთვის ქმნა. როგორც ბატონი არ მოისურვებს, რომ მსახურები მის ბრძანებებს გამოიკვლევდნენ - განსაკუთრებით საიდუმლო ან მეტად მნიშვნელოვან საქმეებში, ასევე - ღვთის დიდებულებას არ შეეფერება, რომ ადამიანს...
ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს.