ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის წარმატებისათვის ერთმანეთს ფიცით ეკვრებიან. სწორედ ასევე საჭიროა რელიგია ადამიანთა საზოგადოების სიმტკიცისათვის!
ადამიანთა ერთობა - ღვთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე - ესაა თითქოსდა იმ ველური მხეცების ხროვა, რომელთაც თუმცა გონება მიეცათ, მაგრამ ყოველთვის მზად არიან, ტანჯონ და შემუსრონ ერთმანეთი.
ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისთვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწ...
იხილეთ სრულად
ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისთვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისთვის. წმინდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელო...
სახელმწიფოთა ისტორიაში ყველაზე დიდებული ეპოქა, ამავე დროს, რელიგიის აყვავების პერიოდები იყო (შესაბამისად, რწმენისა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რელიგია) და ამ უკანასკნელის დაცემა უეჭველად იწვევდა ხალხების სახელმწიფოებრივი ცხოვრე...
იხილეთ სრულად
სახელმწიფოთა ისტორიაში ყველაზე დიდებული ეპოქა, ამავე დროს, რელიგიის აყვავების პერიოდები იყო (შესაბამისად, რწმენისა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რელიგია) და ამ უკანასკნელის დაცემა უეჭველად იწვევდა ხალხების სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაცემასა და გახრწნასაც.
წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო. (მთ. 14, 29-31).