მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, გამონათქვამები, ციტატები
მიემსგავსე ნაკადულს, რომელიც არწყულებს ბოროტთ და კეთილთ, მის მსგავსად მოწყალება გაიღე ყველასთვის, მაგრამ მის მსგავსადვე ნუ იხმაურებ საკუთარი მოწყალების შესახებ.
მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის ყიდვა ნიშნავს ყიდვას ძალიან ძვირად - ზეცის ფასად, რომელიც შენთვის მოწყალების ჯილდო უნდა ყოფილიყო.
თუ ვინმემ საქებარი და უხვი მოწყალება გაიღო, მაგრამ ეს გააკეთა იმის სურვილით, რომ ქველმოქმედის დიდება მოეპოვებინა, მას მოწყალება საკუთარი პატივმოყვარეობისათვის გაუცია.
მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრა... იხილეთ სრულად
როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ გაიღებ, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მაშინ იგი არა მხოლოდ მოწყალება არ არის, არამედ - საწყენიცაა, რადგან ამით სახალხოდ დასცინი ძმას.
პატივმოყვარეობას ყოველთვის უნდა ერიდო, განსაკუთრებით კი მოწყალების გაღების დროს. ამ ავადმყოფობით მოწყლული მოწყალება მოწყალების საქმე კი აღარ არის, არამედ თავმომწონება და გულქვაობა.
თუ ღატაკებში დათესვა სასარგებლოა, საკუთარიდან თესე. ხოლო თუ სხვისი კუთვნილიდან გადაწყვეტ დათესვას, იცოდე, რომ ეს ყველაზე მწარე ნაყოფია.
ჯერ ტაცებას დაანებე თავი, შემდეგ კი მოწყალება დაიწყე. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს. 36, 27).
ბრმაა მოწყალების გამღები, თუ ის უსამართლოა; ამუშავებს ყანას, საიდანაც მოსავლის აღება არ შეუძლია.
მრავალნი პეტრეს აძლევენ იმას, რაც პავლეს წაართვეს და ფიქრობენ, რომ მოწყალებას გაიღებენ.