ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით...
იხილეთ სრულად
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით, ან უარესები გავხდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმა...
იხილეთ სრულად
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარ...
იხილეთ სრულად
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარმოთქმული სიტყვებისკენ მივმართოთ.
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და...
იხილეთ სრულად
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).