ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს მასზე, ვისშიც სახლობს ქრისტე - ეშმაკის დამმარცხებელი.
როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე, ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით
როგორც ვერავინ გაბედავს მიახლოებას მიწიერ მეფესთან მოსაუბრესთან და მათი საუბრის შეწყვეტას, ასევე დემონები ვერ ბედავენ მიახლოვდნენ მას, ვინც ღმერთს ესაუბრება.
როდესაც ქოთანი ქვემოდან ცხელდება, ვერც ბუზი და ვერც სხვა რამ ვერ შეეხება მას; ხოლო როდესაც გაცივდება, მაშინ მწერები მასზე სხდებიან; ასევე ემართება ადამიანსაც: ვიდრე იგი სულიერ საქმიანობაშია, მტერს მისი დაძლევა არ შეუძლია.
მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი - ლოცვით ვიყოთ დაკავებულნი, რათა ყოველთვის, როგორც კი მოგვიახლოვდება და ვნებას დაგვიპირებს მტერი, ჩვენი გული მისთვის დაკეტილი და შეიარაღებული დახვდეს.
ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.
გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ