ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედებ...
იხილეთ სრულად
ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედების გზაჯვარედინზე იმყოფება. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე – ეს მადლით გასხივოსნებული ხატებაა ღვთისა, მადლი რამდენადაც მოიხვეჭა, იმდენადაა ადამიანი, იმდენად ცხოვრობს. ღვთის სახისა და მადლის გარეშე ადამიანი მშვენიერი და სხეუ...
ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარებაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველ...
იხილეთ სრულად
ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარებაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველი დანიშნულებითაც სწორედ ამდაგვარ ერთობაშია პირველი ადამიანი შემოქმედ ღმერთთან.
ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. იგი მოწოდებულია, უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს, შეიცნოს და განადიდოს შემოქმედი, სულით ისწრაფვოდეს მისკენ, ხარობდეს მასთან ერთობით და მასში ცხოვრობდეს.
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედებები იყო შეუდარებლად ფართო და თავისუფალი. ასეთი გრძნობის ორგანოებით, ასეთი სხეულით შემოსილ ადამიანს სულების გძნობითი ხედვის უნარიც გააჩნდა, ამასთანავე ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაც შეეძლო... ცოდვით დაცემამ სული დ...
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ცხოვრება შევიდეს მასში, რათა ღვთიური ბუნების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ იმ სამყაროს წინამძღოლნი, რომელიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ როგორც მოციქული პეტრეს სიტყვებშია, ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფ...
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ სა...
იხილეთ სრულად
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ.
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაი ამპარტავანებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მხეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუხდის მას მოკლვად და იგი ...
იხილეთ სრულად
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაი ამპარტავანებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მხეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუხდის მას მოკლვად და იგი ძლეულ იქმნის და შეჭმულ მის მიერ. ნუუკუე სისხლი მისი არა ხელთა მისთაგან იძიოსა ღმერთმან? ჰე ჭეშმარიტად, რამეთუ იძიოს. ნუ ემსგავსებით მათ, ძმანო ჩემნო, და ნუ აღჰზუავნებით სილაღით, რამეთუ სილაღე და ამპარტავანებაი ეშმაკისაგა...
ღმერთმან, რომლისაი დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ხელითა თვისითა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაი დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყვიან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ ი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან, რომლისაი დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ხელითა თვისითა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაი დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყვიან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ იყოფინ ესე ღმრთისა! რამეთუ ესრე თქუა ღმერთმან დაბადებასა შინა, ვითარმედ: ყოველი რომელი დაჰბადა ღმერთმან - კეთილად ფრიად (შესაქ. 1,31). და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: ეშმაკი ვითარ ბოროტ არს, გრქუათ შენ, ვითარმედ ღმერთმან ესეც...