საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2...
იხილეთ სრულად
საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2, 18).
როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14, 30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რ...
იხილეთ სრულად
როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14, 30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი მისი მცირედმორწმუნეობა იყო: "მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მი...
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირვ...
იხილეთ სრულად
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირველი საუკუნეები! ღვთისადმი სიყვარული მაშინ იმდენად მხურვალე იყო, რომ ტერტულიანეს ცნობით, მრავალი ქრისტიანი საკუთარი ნებით ბარდებოდა სარწმუნოების მდევნელთ და ზოგჯერ ჯალათებიც კი არ ყოფნიდათ მათ დასახოცად. მოყვასისადმი სიყვ...
რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ "როგორ ვიწამოთ", არამედ წესი იმისა, თუ "რა ვაკეთოთ". რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცხოვროთ: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (ია...
იხილეთ სრულად
რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ "როგორ ვიწამოთ", არამედ წესი იმისა, თუ "რა ვაკეთოთ". რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცხოვროთ: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2, 26).
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძან...
იხილეთ სრულად
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს, გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგ...
ამპარტავნების ვნებით აღსავსე სინდისიდან მომდინარეობს რწმენაში დაეჭვება, განსაკუთრებით კი სამოთხისა და ჯოჯოხეთის სწავლებაში – შენ უკვე ამას გამოგონილად ჩათვლი. ღვთაებრივი მადლი ებრძვის ამპარტავნებას, დაუფიქრდი ამას. და იმისათვის, რ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნების ვნებით აღსავსე სინდისიდან მომდინარეობს რწმენაში დაეჭვება, განსაკუთრებით კი სამოთხისა და ჯოჯოხეთის სწავლებაში – შენ უკვე ამას გამოგონილად ჩათვლი. ღვთაებრივი მადლი ებრძვის ამპარტავნებას, დაუფიქრდი ამას. და იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენც შევძლოთ მონაწილეობის მიღება, აუცილებელია, რომ უფალმა თავისი მადლით განგვამტკიცოს. მან თავად ასე ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს,...
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან...
იხილეთ სრულად
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან ღირსნი იმისა, რომ ირწმუნონ უფალი: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ" (ინ. 5, 44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ როგორც კი ადამიანის სულში შ...
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემარ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10,29; ლკ. 21,18).