ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
იმისათვის, რომ ცოდვის სიმძიმეს არ განიცდიდე, გამუდმებით იფხიზლე საკუთარ თავთან, ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ საკუთარ სიტყვებსა და საქციელს, არამედ - აზრებს, გრძნობებსა და სურვილებსაც და საკუთარ თავს ხელში ნუ ჩაუგდებ ყოველგვარ ბორო... იხილეთ სრულად
ბოროტება ნაპერწკალს ჰგავს - ჩააქრე იგი. სხვაგვარად ხანძარი გაჩნდება და გეენიის ცეცხლში დაიწვები.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ყოველთვის და ყველაფერში, მითუმეტეს, ბოროტებაში, მთავარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი გადადგმა ძნელია, მეორე ნაბიჯი უკვე უფრო ადვილია, შემდეგ კი ადამიანი კი არ მიდის, არამედ მიისწრაფის ბოროტების მოლიპულ გზაზე.
ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი.
რაოდენ მცირედაც არ უნდა გეჩვენებოდეს ცოდვა, ის მაინც ბოროტი მარცვალია, რომლიდანაც, შესაძლოა, უზარმაზარი უზარმაზარი ბოროტება ამოიზარდოს. ეს იგივეა, რაც შხამიანი მცენარის თესლი: თითქოს მასზე მცირეა, მაგრამ რა მომაკვდინებელი ნაყოფი ა... იხილეთ სრულად
ცოდვა ყველაზე საშინელი ბოროტებაა დედამიწაზე. უფრთხილდით ცოდვას, იმის გამო მაინც, რომ რაც შეიძლება, ნაკლებად გვამძიმებდეს მიწიერი უბედურებანი.
გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვე... იხილეთ სრულად